პოლიტიკა

,,მოვუწოდებ ამერიკის შეერთებულ შტატებს: არ გამოგრჩეთ მთავარი დამნაშავე რუს ოლიგარქებში, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაატყვევა და მძევლად აიყვანა”

,,ივანიშვილს ვეუბნები პირდაპირ: თუ ეს სიმართლეა, ვერ გაასწრებ ქართველი ხალხის რისხვას!"

ბიძინა ივანიშვილსა და პუტინს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე გააკეთა განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.

შალვა ნათელაშვილი:

_ საქართველოს დიქტატორი მმართველი ივანიშვილი ცდილობს ისარგებლოს მომენტით, ჩაიდინოს მორიგი ისტორიული ღალატი, რის შემდეგაც არ უნდა დარჩეს ქართული სახელმწიფო და პერმანენტულ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაცია-მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე. ვეუბნები პირდაპირ: ვერ გაასწრებ ქართველი ხალხის რისხვას! გამოვიდეს, დაგმოს საჯაროდ რუსული აგრესია უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, გადაურიცხოს უკრაინელ ბავშვებს თავისი მილიარდებიდან თანხა, რაც იქნება დასტური, რომ ეს ჭორია და არა რეალობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამერიკის შეერთებულ შტატებს! არ გამოგრჩეთ მთავარი დამნაშავე რუს ოლიგარქებში, რომელმაც ქვეყანა დაატყვევა და მძევლად აიყვანა. მისი გვარი და სახელია ბიძინა ივანიშვილი და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით! ვიმეორებ კონსულტაციები ივანიშვილსა და პუტინს შორის ამ თემაზე კარგა ხანია მიმდინარეობს და მასში ჩართულები არიან რუსი ოლიგარქები, რუსეთის ფედერალური სამსახური, პრეზიდენტთან არსებული უშიშროების სავჭო, ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის პატრუშევის ხელმძღვანელობით და ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა, იგივე მამაცაშვილი. ამზადებენ ფსიქოლოგიურ განწყობას, რომ ვითომდა რუსეთთან ომის აცილების მიზნით, აღიარებული იქნას აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close