საზოგადოება

,,მოგიწოდებთ, მოხვიდეთ არჩევნებზე და ვაჩვენოთ ასოციაციის არაკეთილმოსურნეებს ჩვენი ერთობა”

,,ჩემო საყვარელო ადვოკატებო! დამიკავშირდა საკმაოდ აღელვებული რამოდენიმე ადვოკატი, რომლებმაც მიიღეს იმეილით და ესემესით გზავნილი იმის შესახებ, რომ არ მოვიდნენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ხვალინდელ არჩევნებზე.
კოლეგებო! ჩემი აზრით, ეს არის ასოციაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედება!
მოგიწოდებთ, მოხვიდეთ ხვალინდელ არჩევნებზე და ვაჩვენოთ ასოციაციის არაკეთილმოსურნეებს ჩვენი ერთობა, რასაც ბოლო 8 წლის განმავლობაში დიდი ბრძოლით მივაღწიეთ! ამ კოლეგებმა ისიც კი იკადრეს, რომ სასამართლოს მიმართეს და ითხოვეს 9 დეკემბრის საერთო კრების შედეგების შეჩერება და 23 დეკემბერს დანიშნული მეორე ტურის გამართვის შეჩერება, რაზედაც სასამართლომ მათ უთხრა უარი.
მიკვირს, სად იყო ეს ხალხი, როდესაც ადვოკატებს გვაპატიმრებდნენ, გვდევნიდნენ და გვებრძოდნენ? კოლეგებო! ამ ადამიანებისგან ერთი მხარდამჭერი იმელი ან ესემესი მიგიღიათ? თურმე ზოგიერთს ლაპარაკიც სცოდნია, მეგონა, ამ ხალხს ლაპარაკის უფლება ჰქონდა შეზღუდული, როდესაც ნაწამები გიორგი მდინარაძის საქმეზე ერთი განცხადება არ გააკეთეს. სამაგიეროდ, არჩევნების წინ დადიოდნენ და ხვდებოდნენ ადვოკატებს უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებში.

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არასოდეს გადაუხვევს არჩეული გზიდან და გააგრძლებს განვითარებას, რადგან ადვოკატებმა უკვე ვიცით ასოციაციის როლი და მნიშვნელობა” _ აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close