საზოგადოება

,,არც წყალი, არც ყავა, არც ჩაი…” _ შენიშვნა საქართველოს რკინიგზას

,,თბილისი-ბათუმის მატარებელი…
მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად, მარტო მე ვარ ქართველი.(ნუ შემიჩხიკინებთ ახლა გვარზე, მაინც გრუზინკა ვარ. თავი ბენეტონის რეკლამაში მგონია, ისეთი ფერთა და ლინგვისტურ- ფრაზეოლოგიური გამაა… იცით რას ვფიქრობ?
კიდევ კარგი, ეს კაი ხალხი ჩვენს ფეისბუქზე არ “ზის”, თორემ არც ასეთი ბედნიერი სახეები ექნებოდათ და საერთოდ, არც საქართველოს აირჩევდნენ სამოგზაუროდ. ხოდა, შევირგოთ თქვა, სანამ ტურიზმი ყვავის და სასტუმრო-რესტორან-მატარებელ-თვითმფრინავი სავსეა!
ამბობენ, ქვეყანა მაშინ არის აღიარებული ტურისტულ მექად, თუ იაპონელები იწყებენ ჩამოსვლას!
ალილუია!!! სავსეა ვაგონი იაპონელებით, მათი ბავშვებიც ჩვენს ბაღნებზე არანაკლებ ცელქი და ხმაურიანები ყოფილან

აკი ღაღადებს აღმოსავლური სიბრძნე, ბავშვი 5 წლამდე უფლისწულივით გაზარდეთო.
მარააა….
მოკლედ, ყველაფერი კარგი და ჩინებული, მატარებელი ენით გალოკილი, პერსონალი პატრის ლუმუმბას უნივერსიტეტ დამთავრებულებივით ყველაენოვანი და კვალიფიციური,
მაგრამ….
მხოლოდ ერთი შენიშვნა!
არც წყალი, არც ყავა არც ჩაი…
P.S.ისე კარგი ყოფილა პერიოდულად მანქანის საჭის ხელიდან გაგდება,თუმცა ეს სადავეების ხელიდან გაშვებას როდი ნიშნავს” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლალი მორიშკინა. 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close