საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის მამას თანამდებობა დაატოვებინეს?

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამას, თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის გენერალურ დირექტორს, პროფესორ ნიკოლოზ სააკაშვილს თანამდებობა დაატოვებინეს, _ ასეთი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში. ინფორმაციის ავტორი პარტია ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მეგი გოცირიძეა. ნიკა სააკაშვილი 20 წელი ხელმძღვანელობდა ამ ორგანიზაციას. მანამდე კი ის ჯანდაცვის სამინისტროში, კადრების დეპარტამენტის შეფი იყო. ექსპრეზიდენტის მამა ამჟამად  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო დეპარტამენტსაც ხელმძღვანელობს. ბალნეოლოგიური საავადმყოფოს კუთვნილი შენობა ნაგებობები 20 წლის წინ დანგრეული და მიწასთან გასწორებული იყო. იქ არ დარდებოდა სამედიცინო მანიპულაციები. იმ დროს ითქვა, რომ სააკაშვილმა საავადმყოფო შეისყიდა და ის მის საკუთრებას წარმოადგენდა. euronews.ge შეეცდება, მოიძიოს ინტერვიუ, რომელიც სააგენტოს რედაქტორმა ნიკა სააკაშვილთან 20 წლის წინ ჩაწერა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close