საზოგადოება

,,… გაავებული დათვი ემზადება რაღაცისთვის” _ ქართველი სამხედრო ექსპერტების ,,ომი” სოციალურ ქსელში

,,ეს ისტერიული ტონი და აპოკალიფსური კომენტარები როდის უნდა მოიშალოთ? ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხვალ ორი დივიზია ჩამოყალიბდება და ზეგ პუტინის ბრძანებიდან 2-3 საათში საქართველოში შემოვლენ. თქვენ გეშინიათ თუ ხალხს აშინებთ? ეგ ინფორმაცია იზვესტიის პუბლიკაციას ეყრდნობა, წინასაარჩევნო პროპაგანდის დიდი დოზაც რომ არ იყოს, სტატიაში ნათლად სჩანს, რომ ეს არა ჯარის კონცენტრაცია ან თავმოყრაა გარკვეულ მიმართულებით, არამედ განთავსებისა და რეფორმის ახალი ხედვა, რომელსაც გარკვეული დრო( საკმაოდ დიდი) სჭირდება. ასევე, არც ფარული და არც ღია მობილიზაცია რუსეთში არ მიდის, რეზერვისტების გამოძახება კი ამ სფეროს რეფორმირების გარკვეული ნაბიჯია.
პ.ს. ესეც სტატია“. ეს გახლავთ თადარიგის პოლკოვნიკის, სამხედრო ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის პოსტი სოციალურ ქსელი.

პოსტს მალევე მოჰყვა გამოხმაურება. გიორგი თავდგირიძესა და ცნობილ სამხედრო ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას შორის კი საინტერესო პოლემიკა გაიმართა.

ვახტანგ მაისაია: მოკლედ, თავდაცვის სამინისტრო თავისას არ იშლის და რუსეთის შეიარაღების კონცეტრაცია ჰქონია მორიგი “გართობა”.  რა საოცრად ზუსტად მეორდება “ჟანგიანი ტანკების” თეზა და 9 საათში ომის სამხედრო ფაზის დასრულება ცხინვალში….

 მოკლედ, ჩვენზეა ნათქვამი: “ჩვენს შეცდომებზეც არ ვსწავლობთ”..და რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო… და შევეშვები ასეთ უაზრო დისკუსიებში მონაწილეობას….აზრი არა აქვს…

გიორგი თავდგირიძე: ვახო, სად ნახე ძალების კონცენტრაცია? რა ინფორმაციას ეყრდნობი? ისე, ის ტანკებია ჟანგიანია და ეგ ფაქტის კონსტანტირებაა. 9 საათში რა ფაზა სრულდება?
ვახტანგ მაისაია: კარგი რაა გიორგი, ისედაც სრული დამრტყმელი ძალა არის კონცენტრირებული.
ვახტანგ მაისაია: გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეს გაავებული დათვი ემზადება რაღაცისთვის…ეს ფაქტია.
 აბა 120 ათასი რეზერვისტისის გაწვევას ახორციელებენ ტყუილად?
დაგავიწყდა ავღანეთში შეჭრა, მაშინად გააკეთეს რეზერვისტების მობილიზაცია იყო. 1982 წელსაც გაიწვიეს რეზერვიდან დღის სტუდენტები…
გიორგი ანთაძე: 3 წელია ზედიზედ რაც მე მახსოვს ამ პერიოდში იწვევს რეზერვისტებს.
ვახტანგ მაისაია: მოკლედ…არის რაღაც ინდიკაცია და დივიზიის განთავსება და გაშლა ეს სახუმარო საქმე არ არის…და რეზერვისტების გაწვევაც, თუნდაც მცირე ხნით….ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად ..ეს ფაქტია…და მე მაშინაც ვაფრთხილებდი მაშინდელ ხელისუფლებასაც და დღესაც…
არა, ვახო ტყეში რომ მგელი დარბის ერთია და ადამიანს რომ აფრთხილებ, შემოჭრას აპირებსო, მეორე. ეს ზოგადი შიშები არ არის საკმარისი ასეთი დასკვნებისთვის. ზემოთ დავწერე. ჩვენ სიფხიზლის მიზეზები დიდი ხანია გვაქვს.ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რასაც ჩვენი დაზვერვა უნდა უყურებდეს. ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში სადაც ტექნიკა მთლიანად არაა შევსებული საშტატო პირადი შემადგენლობით, ეგ კიდე შეიძლება სიგნალი იყოს.
 რაც შეეხება რეზერვისტებს, ატიური რეზერვის მსგავს ქმნის რუსეთი და შეავსო მიმდინარე არაკომპლექტი.
 ვახო ვერ დაგეთანხმები ვერც მე, რომ პირდაპირ შემოჭრისთვის მზადებას ნიშნავს. ბუნებრივია, ამ პროცესების დასრულება მის შესაძლებლობებს აძლიერებს, თუნდაც შემოჭრისათვის ან სხვა ტიპის ოპერაციისთის. მარა, ასე განცხადება, გინდა თუ არა შემოჭრას აპირებსო, ბევრ სხვა ინდიკატორებსაც მოითხოვს. მე ასე მგონია.. თორე ჩვენ დიდი ხანია შარში ვართ და პრობლემები თავზე საყრელია.

ამისთვის არის შესაბამისი სამსახურები– თუნდაც აკონტროლონ რუსული სოციალური ქსელები. აუცილებლად ჟონავს ხოლმე მობილიზაციის ინფოები. სხვანაირად არ გამოდის დღეს.. და რავი, კიდე ბევრი სხვა ინდიკატორია.

ვახტანგ მაისაია:  არც ისე ხშირად, შარშან არ გაუწვევიათ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close