საზოგადოება

მითხრა, ცხინვალში არეულობააო, მაკოცა და წავიდა… _ გმირი ლევან იოსებიძის ისტორია (ვიდეო)

ეს სიუჟეტი  2014 წლის 7 აგვისტოს არის youtube.com -ზე  ატვირთული. ავტორი უცნობია და მის ვინაობას ამიტომ ვერ ვაქვეყნებთ. გმირი ლევან იოსებიძე რუსთავში ცხოვრობდა მშობლებთან და ორ დასთან ერთად. ლევანი 19 წლის იყო, როცა მოულოდნელად წაიყვანეს ომში. ყმაწვილი ბიჭი ომიდან არ დაბრუნებულა. დიდხანს ეძებდა ოჯახი მას.  მისი დაბრუნების იმედი დედას ბოლო წუთებამდე ჰქონდა, მაგრამ… ამოცნობის შემდეგ ლევანის ცხედარი რუსთავში გადაასვენეს და იქ, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ის ახლა 28 წლის იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close