საზოგადოება

Sos! ლაგოდეხის რაიონიდან ითხოვენ დახმარებას, ცეცხლი უკვე დასახლებულ პუნქტს მოადგა!

,,Sos!ლაგოდეხის რაიონიდან ინთხოვენ დახმარებას ხანძარია სოფელ ცოდნისწყაროსა და კიდევ ორ სოფელში !ცეცხლი უკვე დასახლებულ პუნქტს მოადგა!სასწრაფოდაა საჭირო საჰაერო სახანძრო დახმარება!მანქანებით ვერაფერს აკეთებენ !ვერავის ვერ ვუკავშირდები და გთხოვთ, გააზიაროთ ყველამ!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის დეპუტატი, ემზარ კვიციანი.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის ორ სოფელში ხანძარი მძვინვარებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გოდერძი ბარბაქაძის თქმით, ხანძარი ცოდნის წყაროს თემის ორი სოფლის – თელასა და წიფლისწყაროს ტერიტორიაზეა მოდებული.
მისი თქმით, ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია, ცეცხლი ბუჩქნარს უკიდია. მის ჩაქრობას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამაშველო-სახანძრო სამსახურთან ერთად, კახეთის სხვა რეგიონების სახანძრო-სამაშველო სამსახურებიც ცდილობენ.
ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკაც შეჰყავთ.
ადგილზე ჩავიდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.
საკრებულოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში თბილისის სახანძრო სამსახურების ჩართვაც გახდეს საჭირო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close