საზოგადოება

,,მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 2-ჯერ გავრცელებულ განცხადებაში სისულელეები წერია”

,,სირცხვილია, ასეთი ბრიყვული ტექსტების წერა"

,,მართლა ძალიან სამარცხვინოა ! ჩასწორებული განცხადება გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამ და უარესი სისულელეები წერია. სირცხვილია, მართლა ძალიან დიდი სირცხვილია ეს ოხერი ოკუპაციის 100 წლისთავზე ასეთი ბრიყვული ტექსტების წერა. ჯერ ერთი” “საბჭოთა” ჯარი 1921 წლის თებერვალში არ შემოჭრილა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი მაგ დროს არ არსებობდა. რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა. მეორე: ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე არ დაღუპულა. სულ 40 ათასამდე ქართველი იბრძოდა სხვადასხვა ფრონტზე და რამენიმე ათეული მებრძოლი დაიღუპა და მესამე: იუნკრები კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში იბრძოდნენ და იალღუჯასთან სხვა ნაწილები იდგნენ. ქეჩოში ხელი მოკიდეთ იმ ოროსანს ვინც ერთ დღეში ორჯერ დაწერა ეს სიბრიყვე და კინწისკვრით გააგდეთ მაგ ადმინისტრაციიდან. ოკუპაციის 100 წლის თარიღია და რეებს წერთ მანდ. ვახ” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი.

მკითხველისთვის საინტერესოა, რა წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close