„მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში”
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ფოტოგამოფენაზე, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევის დღესთან დაკავშირებით მოეწყო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი საბჭოთა კავშირის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის ფოტო არ აღმოჩნდა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმის ცერემონიაზე განაცხადა.
„მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში, ვინაიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მოვლენაში იყო მნიშვნელოვანი. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რადგან ისტორია არის ისტორია. საქართველო-გერმანიასშორის დიპლომატიური ურთიერთობები ღრმავდება. მომავალ წელს ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე საქართველო არის საპატიო სტუმარი და ჩვენ დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ამ ორ ერს შორის ძმობის მნიშვნელობას“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.