საზოგადოება

დმანისში ხანძარია

ქალაქ დმანისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ადგილზე ხმელი ბალახი იწვის. ცეცხლი საძოვრებზე, მიუდგომელ ადგილზეა მოდებული და მის ჩაქრობას ამ ეტაპზე 10-ზე მეტი მეხანძრე მაშველი ცდილობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო “რუსთავი 2”-ს განუცხადეს დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივები ამბობენ რომ დმანისში გუშინ კიდევ ერთი ხანძარი იყო, რის შედეგადაც დიდი ტერიტორია დაიწვა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close