საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებს „დინამო არენაზე“ ოვაციით შეხვდნენ
თბილისში, „დინამო არენაზე“, მსოფლიო და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით, საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება. მატჩის დაწყებამდე მოედანზე შეკრებილმა საზოგადოებამ გამოჩენილი თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში
მონაწილე შსს-ს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. გულშემატკივრები და შეხვედრის მონაწილეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე–მაშველებს ტაშით შეეგებნენ.