პოლიტიკა
“მერად არჩევის შემთხვევაში, შემოვლით რკინიგზის პროექტს განვაახლებ”
უდუმაშვილი ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, შემოვლითი რკინიგზა აშენდება და თბილისი საცობებისგან გათავისუფლდება.
„ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ უნდა დაწყებულიყო შემოვლითი გზის მშენებლობა. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პროექტს არ დარქმეოდა წინა ხელისუფლების პროექტი, ამ ხელისუფლებამ უარი თქვა შემოვლით რკინიგზის პროექტზე. მე პირობას ვდებ, რომ არჩევნების შემდეგ მყისიერად განახლდება შემოვლითი რკინიგზის პროექტი და მე შევძლებ, თბილისი საცობებისგან გავათავისუფლო“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.