რელიგია

,,მეორედ მოსვლა მოახლოვებულია. ღმერთი არ დაგვტოვებს, ძალას მოგვცემს…”

„დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც „უარყოფითი მოვლენებით არის გარემოცული”.

„ჩვენი ცხოვრება ემსგავსება კიბეს; ერთი პირი მაღლა მიდის, მეორე – დაბლა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მაღლა მიდის. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ამ უკანასკნელ ჟამს ჩვენ ყველა მაღლა მიმავალ კიბეზე ვიყოთ.

მაცხოვარი ამბობს: „ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის. ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ობლად.

განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით.

ღმერთი არ დაგვტოვებს, ძალას მოგვცემს. ფსალმუნი ამბობს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.

ძალა და მშვიდობა მოგვანიჭოს ზეციერმა მამამ, ძალა და მშვიდობა სუფევდეს ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში, საქართველოსა და მსოფლიოში“, – აღნიშნა პატრიარქმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close