,,მგონია, რომ კორონავირუსმა უკვე შემოაღწია და ამას დღეს დილით, ან საღამოს გაგვიმხელენ”
ზაზა ჭაია, შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი:
_ ნეტავ ვცდებოდე!
მე არც ექიმი ვარ და არც სამედიცინო განათლება მაქვს, მაგრამ სახელმწიფოს პატრონი, რომ არ ჰყავს ამას ვხედავ. 2019 წლის დეკემბრიდან უყურებენ კორონავირუსით ჩინეთში დატრიალებულ ტრაგედიას და პრევენციისთვის თითს თითზე არ ადებენ. პრევენცია კი არა ჩინეთთნ ფრენები სამყაროში ლამის ბოლოს აკრძალეს, ხოლო წამყვანი სახელმწიფოებივით ჩინეთში ნამყოფი უცხოელების შემოსვლაზე აკრძალვა, ჯერაც ვერ მოუფიქრებიათ. ცხადია არავის დაშინება არ მინდა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ კორონავირუსმა უკვე შემოაღწია და ამას ან დღეს დილით, ან დღეს საღამოს, ან ხვალ დილით გაგვიმხელენ, ხოლო საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროულ არ გამხელას, ვირუსზე პასუხების აშშ-ან, საფრანგეთიდან ან გერმანიიდან არ ქონით ახსნიან. სასაზღვრო-გამშვები პუნქტების სპეც. სამედიცინო ,,კონტროლი” და საავადმყოფოების ,,მზადყოფნა” ყველამ ვნახეთ და ახლა დაინფიცირებულთა (თუ მართლა გვყავს) კონტაქტები მაინც იპოვეთ, როგორც პოტენციური მატარებლებისა და კონტროლზე აიყვანეთ, თორემ მერე გვიან იქნება!