საზოგადოება
მაშველებმა ზღვაში 25წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს დილით გონიოში, ზღვაში დაკარგული 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პარალელურად გრძელდება 45 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები, რომელიც ზღვაში 3 ივლისს, ანბანის კოშკთან შევიდა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.