საზოგადოება

,,60 ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა დაჯდეს 11 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ, ბორკილებით”

უფლებადამცველი, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ოპოზიციურ სპექტრს მიმართავს:
_ დამთავრდა მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ვინაიდან ოპოზიცია უშვებს ბევრ შეცდომებს, მინდა მოგცეთ რამოდენიმე რჩევა ჩემი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაითვალისწინებთ თუ არა, თქვენი ნებაა.
1. ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს, გაწელოს ოპოზიციასთან დიალოგი, რომ ოპოზიციამ ვერ შესძლოს საპროტესტო აქციის ჩატარება პარლამენტის შენობის წინ 11 დეკემბერს. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ თუ დარჩება 11 დეკემბერს მარტო პარლამენტის სხდომაზე, ხოლო ოპოზიცია ვერ უზრუნველყოფს საპროტესტო აქციის ჩატარებას, ეს იქნება ივანიშვილის პირველი წარმატება არალეგიტიმური არჩევნების გადაფარვის მიზნით, რაც ჩემი აზრით არის ხელსუფლების პირველი სტრატეგია. თუ ხელისუფლების ხრიკებს ვერ ხვდება ოპოზიცია, ეს არის მათი უნიათობის პრობლემა , ხოლო თუ ხვდება და მაინც შედის წაგებულ თამაშში, ეს არის გარიგება ივანიშვილთან.
2. ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს შეხვედრები ხელისუფლებასთან 11 დეკემბრამდე და მოემზადოს საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის პარლამენტის პირველი სხდომის წინ, ვინაიდან ნათლად ჩანს რომ ხელსუფლების პოზიცია არის ოპოზიციის აქტიურობის შენელება და არა პოზიციების დათმობა.
3. 60 ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა დაჯდეს 11 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ ბორკილებით გადაბმული ერთმანეთზე, რაც უნდა გაშუქდეს ევროპულ და ამერიკულ მედიაში, უნდა გაიგოს დემოკრატიულმა სამყარომ რომ საქართველოში პარლამენტის პირველი სხდომის დაწყების წინ მთელი ოპოზიცია ზის გარეთ ბორკილებდადებული, აპროტესტებს არალეგიტიმურ არჩევნებს, პროტესტის მიზნით არ შედის პარლამენტში და უარს აცხადებს მანდატებზე.ადგილობრივი საელჩოები ვერ შესძლებენ პრობლემის მოგვარებას, ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, საჭიროა პირდაპირი ზეწოლა ბრიუსელიდან , სტრასბურგიდან და ვაშინგტონიდან.
4. ოპიზიცია თუ 11 დეკემბრის პარლამენტის სხდომას ჩაატარებინებს ივანიშვილის პროტესტის გარეშე, ეს იქნება კატასტროფა ოპოზიციური სპექტრისთვის , შემდეგ ტელეკომპანია „ მთავარს „ ნუ დააბრალებენ მძაფრ კრიტიკას ოპოზიციის უნიათობასთან მიმართებაში.ოპიზიცია ჭრის იმ ტოტს რა ტოტზეც ზის. რომ არა ტელეკომპანია „მთავარი“ ოპოზიცია ვერ მიიღებდა იმ ხმების ნახევარს რაც მიიღო, ამიტომ თავის უნიათობას ნუ აბრალებენ ჟურნალისტებს.სირცხვილი იყო თამარ ბაღაშვილზე თავდასხმა რაც მიუთითებს ოპოზიციური სპექტრის სისუსტეზე ან სავარაუდო გარიგებაზე ივანიშვილთან.
თუ ოპოზიციური პარტიები 11 დეკემბერს არ ჩაატარებენ ისეთ საპროტესტო ღონისძიებას რაც გაშუქდება მსოფლიო პრესაში, მაშინ გამოდის რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შესვლა და უცდიან, პირველად რომელ პარტიას უმტყუნებს ნერვები, რომ შემდეგ ყველანი შეცვივდნენ პარლამენტში.
5. ოპოზიციამ საერთოდ რომ არ ჩაატაროს შეხვედრები ქართულ ოცნებასთან და ივანიშვილის რეჟიმი დატოვოს მარტო პარლამენტში, ივანიშვილის დემოკრატიული მსოფლიო აიძულებს ახალი არჩევნების დანიშვნას. ეს არის პოლიტიკის კანონი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო. ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა არის უაზრობა, ივანიშვილი ამ შეხვედრებით თამაშობს დემოკრატობანას მსოფლიო საზოგადოების თვალში. ოპოზიცია რომ ყოფილიყო მტკიცე და არ შეხვედროდა ქართულ ოცნებას, მდგარიყო მყარად თავის პრინციპზე, რომ მხოლოდ მაშინ დაჯდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან თუ იქნებოდა შემოთავაზება ახალი არჩევნების ჩატარებაზე, აქამდე ივანიშვილს მოუწევდა ახალი არჩევნების დანიშვნაზე ფიქრი.
6. ოპოზიციის უნითობას ხვდებიან თავისუფალი ჟურანლისტები და ამიტომ მოუწოდებენ ოპოზიციას არ შევიდნენ პარლამენტში. ვისაც გვაქვს ელემენტარული ტვინი ვიცით, რომ თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში საქართველოში ერთ წელში დაინიშნება ახალი არჩევნები.ივანიშვილი 31 ოქტომბრის არალეგიტიმური არჩენების შემდეგ არის წარსული , მნიშვნელობა არ აქვს კიდევ რამდენი ხანი იქნება ივანიშვილის რეჟიმი, იგი არის წარსული. მხოლოდ ოპოზიციას შეუძლია გაუგრძელოს ივანიშვილს პოლიტიკური სიცოცხლე რასაც დღეს ვადევნებთ თვალს.
7. მინდა მივმართო ოპოზიციას . ძალიან ბევრი თქვენგანი იცნობთ ჩემს უშეღავათო ბრძოლას. მე, ბორკილები რომ არ დამედო , არ ჩამეტარებინა საპროტესტო აქციები მარტოდმარტოს სტრასბურგში და ბრიუსელში უფლებების დაცვის მიზნით. დღეს მოწმე არ დაიკითხებოდა სასამართლოში და იქნებოდა ისევ ის ფეოდალური გამოკითხვის წესი. საქართველოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლედ ეყოლებოდა ევა გოცირიძე, 170 ადვოკატი თავისი საქმიანობის გამო იჯდებოდა ციხეში და ა.შ. თუ ერთმა ზაზა ხატიაშვილმა შევძელი როგორც მოქმედი ისე ყოფილი ხელსუფლების დამარცხება, რატომ თქვენ სამოცმა დეპუტატმა ვერ უნდა შესძლოთ შედეგის მიღწევა? მოგიწოდებთ არ გაიყოდოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოჩნდებით პოლიტიკურ სამარეში. იბრძოლეთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული მომავალი და არა ფეოდალურ სახელმწიფოდ დარჩენის პერსპექტივა მომავალი 4 წლის განმავლობაში.

Related Articles

Back to top button
Close