საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი: თქვენი დაცვა მჭირდება, პოროშენკოს ჩემი ექსტრადირება სურს

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის მაცხოვრებლებს მიმართა თხოვნით, იგი საქართველოში ექსტრადირებისგან დაიცვან.

„ახლა მას [უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს] ჩემი ექსტრადირება სურს… მინდა, ჩემი დაცვა მშობლიურ კიეველებს, უკრაინის წესიერ, პატიოსან მოქალაქეებს ვთხოვო. მე თქვენ დაგიცავთ, მაგრამ მანამდე თავად მჭირდება დაცვა. მზად ვარ, უკრაინაში ბოლომდე ვიბრძოლო, თუმცა ამისათვის ამ მომენტში თქვენი მხარდაჭერა მჭირდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ადვოკატ პაველ ბოგომაზოვის მტკიცებით, უკრაინის სამიგრაციო სამსახურს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი არ უთქვამს.

როგორც ადვოკატმა მედიის წამომადგენლებს განუმარტა, „რეალურად სახელმწიფო სამსახურმა გაუგზავნა მათ წერილი ორაზროვანი ფორმულირებებით, რომელსაც უარს ვერ დაარქმევ“.

„წარმოადგინოს გენპროკურორმა დოკუმენტი“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის: უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურმა ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, „ახალი ძალების მოძრაობის”“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close