სამართალი და კრიმინალი

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
🔹მრგვალი მაგიდის ფორმატში ადვოკატებმა და მოსამართლეებმა უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხებზე იმსჯელეს და ისეთი თემები განიხილეს, როგორებიცაა ერთგვაროვანი პრაქტიკა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს და სარჩელის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები.
🔹სამუშაო შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდოარემ, დავით ასათიანმა, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, თამარ ოქროპირიძემ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ გახსნეს.
☑️მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორიის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close