საინტერესო

ველისციხე, კახეთის უძველესი სოფელი, რომელიც ტურისტული მიზიდულობის ცენტრად იქცევა

,,იქნებ ბედმა გაგვიღიმოს და მიწისქვეშა გვირაბებსაც წავაწყდეთ..."

სოფელი ველისციხე
რა საიდუმლოებას ინახავს,მიწის სიღრმეში გამოჩენილი ნაგებობათა ფრაგმენტები?
სოფელ ველისციხეში სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს და მალე კახეთის ეს უძველესი სოფელი,ტურისტული მიზიდულობის ცენტრად იქცევა.რეაბილიტაცია უტარდება მე-XIX საუკუნის შენობებს,რაც მართლაც რომ საშვილიშვილო საქმეა.ამასთან მიმდინარეობს, სოფლის ამორტიზებული საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების მაშტაბური სამუშაოები.ერთ-ერთია ასეთი სამუშაოების მიმდინარეობისას,სოფლის ცენტრალურ გზაზე აღმოჩენილი იქნა ,ძველი ქვითკირით ნაშენი შენობების ფრაგმენტები.სამუშაოების მწარმოებლის მიწვევით,დღეს ჩავატარე მონიტორინგი მიმდინარე მიწის სამუშაოებზე. მონიტორინგის ჩატარების მიზანია,აღმოჩენილი არქეოლოგიური მემკვიდრეობის გადარჩენა და დაცვა. სოფელში მიმდინარე მიწის სამუშაოებზე,მონიტორინგი სისტემატურად განხორციელდება.იქნებ ბედმა გაგვიღიმოს და მიწისქვეშა გვირაბებსაც წავაწყდეთ,რომელთა არსებობაში მთელი სოფელი დარწმუნებულია.გადმოცემით,წლების წინ სოფლის ძველი აფთიაქის მახლობლად მიწა ჩანგრეულა და ხალხს თავისი თვალით უნახავს ქართული(კვადრატული) აგურით ნაშენი გვირაბის შესასვლელი,რომელიც გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს მიწით ამოუვსიათ,შიგ ვინმე არ ჩავარდესო…. სოფელი ველისციხე ისტორიულ წყაროებში(ქართლის ცხოვრება,ჯუანშერი) უკვე მე-V საუკუნიდან არის მოხსენიებული.
თამაზ მარკოზაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close