საზოგადოება

,,მამაოს ,,ბენტლი” მიშამ გამოუგზავნა უკრაინიდან და ისიც დაჰქრის ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე”

,,ძალით ვურიგებდით ჯიპებს და როცა არ გვართმევდნენ, ცოცხით ვცემდით, ანაფორას ვახევდით..."

ნაცმოძრაობის აქტივისტი მეგი გოცირიძე ნანა კაკაბაძის ნათქვამს ეხმიანება.
,,ნანა კაკაბაძე – “ნაცმოძრაობა” სასულიერო პირებს “ტოიოტას” ჯიპებს ძალდატანებით ურიგებდა.
————–
არა ნანაჯან, გენცვა, კარგად არ გცოდნია, განა მარტო ძალდატანებით ვურიგებდით, როცა გვიძალიანდებოდნენ , გასაღებებს არ გვართმევდნენ და არ ჯდებოდნენ, ცოცხით ვცემდით, ანაფორას ვახევდით, წვერს ვპარსავდით, ჯორის კუდზე ვაბამდით და უკუნითი-უკუნისამდე ვათრევდით ?‍♀️
—-
რადგან ეკლესიას ეშმაკები შეესივნენ, ჟურნალისტებს
სატანას მსახურებად გვასაღებენ, ფეისბუკში ცოდვებს ვინანიებთ, შენდობას და მიტევებას ვითხოვთ, ბარემ მეტანიის სმაილებიც გაგვიჩითოს ცუკერამ , აღარც ეკლესიაში წასვლა დაგვჭირდება , წესსაც აქვე ავუგებთ მიცვალებულებს
და აღარც სკამაოების შეწუხება მოგვიწევს , რომლებიც
ჯორების ნაცვლად “ულაყ ბრაბუსები”-თა და “ფაშატ პიცოტკებით” გადაადგილდებიან.
კინაღამ დამავიწყდა, ამ მამაოს – ის ბენტლიც მიშამ გამოუგზავნა უკრაინიდან , უარს თუ იტყვი ანათემას გადაგცემო შემოუთვალა და ამასაც რა ექნა, ჩაჯდა და ასე ძალდატანებით დაჰქრის ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე, აქსიოს”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close