სამართალი და კრიმინალი
მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული მეგობარი ქალია

ფოთში, ცხრა აპრილის ხეივანში, 45 წლის მამაკაცი მოკლეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე მეგობარი ქალია, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
მკვლელობის მოტივი გარდაცვლილის მეზობლებისთვის უცნობია. მათი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პირველი არხი