საზოგადოება

მარიკა არევაძე: გრძელდება სპექტაკლი და ხალხთან „ღადაობა“

 მარიკა არევაძე, ადვოკატი:

_ რეფერენდუმი:
– ეს არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად;
– რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით, ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.
– რეფერენდუმს ამზადებს და ატარებს ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია. რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვას უზრუნველყოფენ – ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია; საოლქო სარეფერენდუმო კომისიები; საუბნო სარეფერენდუმო კომისიები. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიისა და საოლქო სარეფერენდუმო კომისიების მოვალეობების შესრულება ეკისრებათ შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს.
– რეფერენდუმის დანიშვნიდან რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებამდე დაუშვებელია სარეფერენდუმო საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით.

? პლებისციტი:
– არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად;
– პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
– პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

 სავარაუდოდ რისკებს ბოლომდე დააზღვევენ და სარეკომენდაციო ხასიათის პლებისციტზე გააჩერებენ არჩევანს, მაგრამ განვიხილე ორივე.

? ცალკე თემაა რა საკითხზე იქნება გამოკითხვა  არ გამორიცხოთ მაჟორიტარული სისტემის საჭროებაზე გამოიტანონ კითხვა …
➡️ მოკლედ გრძელდება სპექტაკლი და ხალხთან „ღადაობა“

Related Articles

Back to top button
Close