,,მაკოს პარალიზებული აქვს ხელები, უჭირს მეტყველება და პროცესი უკვე ვლინდება ქვედა კიდურებზეც”

“ნებისმიერ წუთს შეიძლება აღმოვჩნდეთ ფატალური შედეგის წინაშე.”
გ ა ა ზ ი ა რ ე
pondi.ge #მაკოსთვის.
ეს სიცოცხლით სავსე მაკო ბერიძეა, დედა, მეუღლე და უბრალოდ კარგი ადამიანი, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ ეს ცხოვრება ადვილად დათმოს…
მაკოს დაუდგინდა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (ALS, БАС).
ეს არის პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ხასიათდება მოტორული ნეირონების დეგენერაციით თავის ტვინის ქერქში, ღეროში და ზურგის ტვინის ვენტრალურ ნაწილში.
ვინაიდან ბევრი თქვენგანი არ იცნობს მაკოს დაავადებას, ვეცდებით შეძლებისდაგვარად მარტივი ენით გადმოგცეთ ის რისკები, რომლის საფრთხის წინაშეც დგას ჩვენი მაკო.
ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა და ახასიათებს კუნთების პროგრესირებადი სისუსტე. მიმდინარეობს კუნთების ატროფია, რომელიც თავდაპირველად ვლინდება კიდურების, აქსიალურ, ბულბურ ან რესპირატორულ კუნთებში. შესაბამისად, პაციენტი ეტაპობრივად კარგავს მოძრაობის და მეტყველების უნარს. ილევა და დუნდება სხეულის ყველა კუნთი.
დაავადება გენერალიზდება შეუჩერებლად, იწვევს პროგრესირებად ქმედუუნარობას და საბოლოო ჯამში სიკვდილს, მეტწილად სუნთქვის უკმარისობის შედეგად.
მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირებს და ნებისმიერ წუთს შეიძლება აღმოვჩნდეთ ფატალური შედეგის წინაშე.
მაკოს უკვე დაავადების ყველა სიმტომი გამოუვლინდა. ფაქტიურად პარალიზებული აქვს ხელები, უჭირს მეტყველება და პროცესი უკვე ვლინდება ქვედა კიდურებზეც.
დღესდღეობით, დაავადებისგან განსაკურნებლად, კონსერვატიული თერაპია არ არსებობს. მედიკოსების მიზანია დამხმარე და პალიატიური ღონისძიებების ჩატარება, რაც მიმართულია პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ, თუმცა საქართველოში პრეპერატებიც კი არ არის ხელმისაწვდომი და მათი მოძიება ოჯახს უწევს მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ შავ ბაზარზე.
პარალელურად ხდება კლინიკების მოძიება, თუმცა იმედისმომცემი პასუხი მივიღეთ მხოლოდ კორეის რესპუბლიკაში არსებული “Cell Therapy Center, Hanyang Univ. Medical Center”-დან, რომლებიც გვთავაზობენ ღეროვანი უჯრედებით მკურნალობას, მაგრამ ამისთვის აუცილებელია პაციენტი გაემგზავროს კორეაში (პრეპარატის ტრანსპორტირება არ ხდება, ვინაიდან მხოლოდ 48 საათი აქვს ვადა).
მკურნალობის კურსი მოიცავს 3 ეტაპს, რომელთაგან თითო დაახლოებით 36 000$ ჯდება, ჯამში 108000$, რასაც ემატება ადგილზე განსახორციელებელი კვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის ხარჯები.
დაგვეთანხმებით, ამ მოცულობის თანხის მობილიზება, ერთი ჩვეულებრივი ოჯახისთვის შეუძლებელია. ამიტომ გადავწყვიტეთ გავერთიანდეთ და დავეხმაროთ მაკოს ამ უმძიმესი დაავადების დაძლევაში.
გვინდა დავამტკიცოთ, რომ დიაგნოზი განაჩენი არ არის და ამაში თითოეული თქვენგანის დახმარება ძალიან გვჭირდება.
ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ყველა წუთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აქ არ არსებობს ბევრი და ცოტა, აქ თითოეული თეთრი ერთნაირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. Know more on, how to get Juvederm fillers
გვჯერა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ
#ერთადმაკოსთვის
დანიშნულება #მაკოსთვის
www.pondi.ge ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ( VISA, MASTERCARD).
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :დედების ფონდი
საქართველოს ბანკი
#GE46BG0000000689979800
თიბისი ბანკი:
#GE17TB7174136080100007
ხალიკ ბანკი:
#GE08HB0000000000473608
ლიბერთი ბანკი
#GE22LB0115121073654001
ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი0901700483