პოლიტიკა

მაიკ პენსი – დღეს ჩვენ ვიხსენებთ 31 დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, ამერიკელ ხალხს ახსოვს ეს მსხვერპლი, ისინი გმირები არიან

საქართველოს მომავალი დასავლეთ სამყაროშია, – ამის შესახებ ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე ქართველი და ამერიკელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვიცე – პრეზიდენტის განცხადებით, წელს აშშ-სა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე აღინიშნება და ”ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევს“.

მაიკ პენსმა საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისინი მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

„საქართველო წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი იყო. ათასობით ქართველი სამხედრო მოსამსახურე ღირსეულად მსახურობდა ამერიკელებთან ერთად კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში. საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ მსოფლიო მასშტაბით.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ 31 დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამერიკელ ხალხს ახსოვს ეს მსხვერპლი. ისინი გმირები არიან და გარწმუნებთ, რომ ისინი დარჩებიან ამერიკელი ხალხის გულებში მუდამ“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

ipn.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close