პოლიტიკა
ლეიბორისტული პარტიის განცხადება_ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი

ივანიშვილის თავგასული რეჟიმი უკვე ჟურნალისტების რეპრესიაზე გადავიდა. გუშინ აეროპორტში დააკავეს ჟურნალისტი ზაზა სვანიძე, გამოხატვის თავისუფლების გამო; მხოლოდ იმიტომ რომ გაბედა და აეროპორტში, გერმანიის კანცლერის მანქანასთან ხმამაღლა გააპროტესტა საქართველოში დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებასთან არსებული პრობლემები.
ლეიბორისტული პარტია გმობს მომხდარს და მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი.