საზოგადოება

დაკარგული გოგონას ცხედარი მდინარე რიონმა ამოატივტივა

ფოთში, მდინარე რიონში 19 წლის ნათია შავაძის ცხედარი იპოვნეს. მაშველებმა გარდაცვლილი მდინარიდან რესტორან “ძველი გემის” ახლოს, ცოტნე დადიანის ხიდიდან დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს.

გარდაცვლილის ცხედარი მდინარემ ამოატივტივა. ამ წუთებში მდინარე რიონიდან მისი ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამი დღის წინ დაკარგულ ახალგაზრდა ქალს მაშველები და ქალაქის მოსახლეობა ინტენსიურად ეძებდა.

წყარო: მთავარი ტვ

Related Articles

Back to top button
Close