პოლიტიკა

ლეიბორისტები არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობას მოითხოვენ

დღევანდელ ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზციურ პარტიებს და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას, სხვა შემთხვევაში, როგორც ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, ,,სამუდამოდ გვაქვს გარანტირებული ბანკირთა, ოლიგარქთა დიქტატურა და ნუღარ დავსვათ მერე კითხვას: რა გვეშველება?!“

შალვა ნათელაშვილი:

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ხალხს გასჩენოდა ნიჰილიზმი, იდენფენტურობა და ქვეყანა დარჩენილიყო ხელისუფლების ფალსიფიკატორების, 15 ლარიანების და სამსახურის გამო ქვეყნის გამყიდველების იმედზე. თუ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო არ გავხადეთ, სამუდამოდ გვაქვს გარანტირებული ბანკირთა, ოლიგარქთა დიქტატურა და ნუღარ დავსვათ მერე კითხვას: რა გვეშველება?! პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არ დაუჭერენ მხარს ამ პრინციპის დაკანონებას, ამით წინ გადაუდგებიან ქვეყნის განვითარებას. ეს უკვე ნიშნავს, რომ მათ სურთ ბედნიერება უბედურ ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიტიკურ ოპოზიციას, შესაბამის არასამთავრობოებს და ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყანაზე, არჩევნებში მონაწილეობა გამოვაცხადოთ სავალდებულოდ. სხვა შემთხვევაში ყველა არჩევნებში მივიღებთ იგივეს, რასაც ვიღებდით. ვინც არ დაუწერს მხარს არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობას,ის ქვეყნისთვის ივანიშვილზე უარესია! მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს ეს პრობლემა. როდესაც, თავის დროზე, დაინახეს დემოკარტიულმა განვითარებულმა ქვეყნებმა, რომ ამომრჩეველი ხდებოდა პასიური, იდენფენტური და ნიჰლისტური საარჩევნო პროცესების მიმართ, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახადეს. ასე გააკთა ავსტრალიამ, ბელგიამ, თურქეთმა, საბერძნეთმა, არგენტინამ, ბრაზილიამ… დემოკრატიის ქვეყნების დიდ ნაწილში არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა! მოწმის გამოცხადება რომ სავალდებულოა, რატომ არ არის სავალდებულო საარჩევნო ყუთთან მისვლა, რომელიც ყველა მოქალაქის ბედს ბედს წყვეტს?! თუ სავალდებულოა ჯარში წასვლა, რატომ არ არის სავალდებულო იგივე სამშობლოს დასაცავად 4 წელში ერთხელ საარჩევნო ყუთთან მისვლა? თუ სიგარეტის ნამწვის გადაგდებაზე დაწესებილია ჯარიმის გადახდა აუცილებელია, კოლექტიურმა ივამნიშვილებმა დაანაგვიანეს მთელი საქართველო, წაგვართვეს ოჯახი, მოიმავალი, სამუშაო, საარსებო სივრცე და რატომ არ უნად იყოს ან ნაგვის გატანისთვის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო?!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close