პოლიტიკა

დამკვირვებლებს რამდენიმე უბანზე ვიდეო გადაღების საშუალებას არ აძლევენ

“ევროპული საქართველოს” მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ მათ დამკვირვებლებს რამდენიმე უბანზე ვიდეო გადაღების საშუალებას არ აძლევენ.

“მე-18,42,56,86,73,26,29,51-ე უბნებზე არ უშვებენ ჩვენს დამკვირვებლებს, რომ აწარმოონ ვიდეო გადაღება, ერთ უბანზე კი “ქართული ოცნების” აქტივისტები ამომრჩეველს თხოვენ, უთხრან, ვინ შემოხაზეს ბიულეტენებში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” მარნეულის მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა განუცხადა.

“ამჟამად ეს არის უბნები, საიდანაც მოვიდა დარღვევებზე უბნები, მე ვთხოვ ტელევიზიებსა და საინფორმაციო საშუალებებს, იარეთ ჩვენთან ერთად და ნახავთ “ქართული ოცნების” რეალურ სახეს. ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა სოფელ ლეშბადინში სიტყვიერი დაპირისპირრება. იქ დგანან “ოცნების” აქტივისტები და თხოვენ ამომრჩეველს, ღიად აჩვენონ ვის მისცეს ხმა, აყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ აქტივისტებს. მეშინია, რამე არ მოხდეს. იმედია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები მშვიდად ჩატარდეს,  -განაცხადა იმამკულიევმა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close