ეკონომიკა

ლარი ევროსთან მიმართებაში ისტორიული მაქსიმუმით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9746 ლარი გახდა.  დღეს მოქმედი კურსი 2.9661 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0085 ლარი შეადგინა.

ევროსთან მიმართებაში ეს კურსი ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მოყოლებული, ევროსთან ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 9 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც 1 ევროს ღირებულებამ 2.9702 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ამერიკულ დოლარს, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4778 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4738 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close