საზოგადოებაცხოველთა სამყარო

ლაბრადორს ყნოსვით ადამიანის ორგანიზმში კიბოს აღმოჩენა შეუძლია

იაპონელმა მეცნიერებმა ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ლაბრადორის ჯიშის ძაღლს ყნოსვით  ადამიანის ორგანიზმში კიბოს აღმოჩენა შეუძლია.
მიღებული შედეგები ადასტურებს ადრე გამოთქმულ თეორიას იმის შესახებ, რომ ძაღლებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის კიბოს საწყისი სტადიის ამოცნობა,  მათ შორის კანის, შარდის ბუშტის, ფილტვის, საკვერცხის, და მკერდის.
 კიუსიუს უნივერსიტეტის მეცნიერები 8 წლის განმავლობაში ატარებდნენ ცდებს დედალ ლაბრადორზე. ძაღლი დაავადებულ ადამიანს განავლის და ამონასუნთქი ჰაერის ყნოსვით შეუცდომლად არჩევს ჯანმრთელი ადამიანისგან. დოქტორი ჰიდეტო სონოდას თქმით, კიბოს ადრეული სტადიის დიაგნოსტიკის ეს მეთოდი კლინიკის პირობებში ძნელად დასანერგი იქნება ძაღლების მომზადებისა და სპეციალისტების სიძვირის გამო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close