მსოფლიო
კუნძულ სუმატრაზე ვულკანი გააქტიურდა
ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ვულკანის გააქტიურების გამო, ხელისუფლებამ ავიაკომპანიებისთვის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ვულკანი ჰაერში ფერფლს შვიდი კილომეტრის სიმაღლეზე აფრქვევს.
ვულკანი სინაბუნგი საერთაშორისო აეროპორტიდან სამხრეთ-დასავლეთით, 75 კილომეტრში მდებარეობს. ვულკანის გააქტიურების გამო, აჩეჰის პროვინციაში მდებარე რეგიონული აეროპორტი დაიხურა.
ვულკანის გააქტიურებამ მიწისქვეშა ბიძგები გამოიწვია. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, კრატერიდან შვიდი კილომეტრის რადიუსის ზონას მოერიდონ.
ვულკანი სინაბუნგი ინდონეზიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. 2014 წელს ამ ვულკანის ამოფრქვევას ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.