საზოგადოება

,,კორონავირუსს თანამდებობები არ აჩერებს. ახლა, ფულზე ლაპარაკის დრო არაა…”

ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, რომ ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში, სულ მცირე, 30 მილიონის ზარალს განიცდის, ადვოკატი ქეთი უტიაშვილი ეხმიანება.

,,ირანის ჯანდაცვის მონისტრის მოადგილე და ირანის პარლამენტის წევრი ავადაა კორონა ვირუსით, ხოლო ჩინეთის საავადმყოფოს მთავარი ექიმი გარდაიცვალა, დასკვნა : ,, კორონავირუსს თანამდებობები არ აჩერებს” . დროა, მიხედეთ ქვეყანას! ახლა, ფულზე ლაპარაკის დრო არაა , ისწავლეთ პრიორიტეტების გარჩევა ! #ღიაკარისდღეინფექიურში#დახურეთსახმელეთოსაზღვარიც!#პრევენციაპრევენვიადაისევპრევენცია#კორონავირუსიმსხვერპლსარარჩევს!” _ წერს უტიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მინისტრი განმარტებით, მთავარობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული იყოს. საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close