საზოგადოება

საქველმოქმედო სპექტაკლი, რომელშიც სიმსივნით მძიმედ დაავადებული თავად მონაწილეობს _ გადავარჩინოთ მაია!

29 თებერვალს, 19 საათზე, გორის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება #სპექტაკლი_მაიასთვის #გაიღე_მოწყალება და #მოდი_სპექტაკლზე
Eristavi Theatre / ერისთავის თეატრი
#სალარო_0370277932_599505671

#მაია_ტურაშვილი.

,,წარმოიდგინეთ სრული ანშლაგი და მე თქვენი გადარჩენილი სიცოცხლე, ასე მგონია, 29 თებერვალს უწამლოდ განვიკურნები თქვენი სიყვარულით.  გელოდებით მთელი გულით, ჩემო ძვირფასებო…
GE67TB4366236512500020 (თიბისი ბანკი)
საქართველოს ბანკი.GE66BG0000000559881100.
ლიბერთი ბანკი. GE19LB0711106890197440.
მიმღები მაია ტურაშვილი.
პირადი ნომერი.59001049907.” _ წერს სოციალურ ქსელში სიმსივნით დაავადებული მსახიობი მაია ტურაშვილი. როგორც შევიტყეთ, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სპექტაკლში მაია თავადაც მიიღებს მონწილეობას.

,,მართალია სპექტაკლი ჩემთვის იმართება, საქველმოქმედოა, მაგრამ კარგი სპექტაკლია, ჩემო მეგობრებო და კარგი შანსიცაა..რადგან ეს დრო რაც ვმკურმალობ და თქვენ დიდ თანადგომას ვგრძნობ უდიდესი სურვილი მაქვს, ყველა, ვინც ასე ერთგულად მიდგახართ გვერდში, გნახოთ და დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამხელა თანადგომისთვის(მაპატიეთ, რომ ფულს გახდევინებთ, წესით, მე უნდა გეპატიჟებოდეთ და იმედია, უფლის ნებით, მოვა ეგ დღეც )…მართალია მადლი უხმაუროა და სწორედ მაგიტომ არის მადლი, მაგრამ მადლიერებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ასე, რომ თანდათან მატულობს ჩემი ემოცია, რაც უფრო ახლოვდება 29 თებერვალი. გელოდებით ყველას, ჩვენ საყვარელ გორის თეატრში, ვისთვისაც მადლიც და ჩემი სიცოცხლეც მნიშვნელოვანია. 29თებერვალს, საღამოს 7 საათზე”ყვაეყვარე”-ზე. ცოტას ვნერვიულობ კიდეც. უფლის ნებით და თქვენი თანადგომით, იმედია, შევძლებ მკურნალობის გაგრძელებას, რომელიც ძალიან ძალიან მიგვიანდება” _ ამბობს მაია და იმედი აქვს, რომ წარმოდგენა სრული ანშლაგით ჩატარდება. ნუ გავუცრუებთ მაიას იმედს, მივიდეთ წარმოდგენაზე და ერთად გადავარჩინოთ კიდევ ერთი სიცოცხლე.

Related Articles

Back to top button
Close