საზოგადოება

კომპანია ,,ალბატროსის” თანამშრომელებმა საწარმოში არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს

დღეს, 7 ოქტომბერს, თბილისში კომპანია ალბატროსის საწარმოს წინ, მშრომელებმა გააპროტესტეს საწარმოში არსებული სიტუაცია არ შევიდნენ სამუშაოდ, რადგან ჩათვალეს, რომ სამუშაო ადგილებზე არ არის დაცული მათი უსაფრთხოება.
რამდენიმე დღის წინ, კომპანიის დირექტორის კაბინეტიდან გამოსულ სამ მუშას დაცვის რამდენიმე თანამშრომელმა სასტიკად სცემა.
გუშინ, 6 ოქტომბერს კიდევ ერთ ახალგაზრდას გაუსწორდნენ ფიზიკურად.
მშრომელების ძირითადი მოთხოვნები იყო:
1. ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კომპანიაში უსაფრთხო გარემო.
2. კომპანიას ჩამოშორდეს მოძალადე არაფორმალური მენეჯმენტი და ე.წ. უსაფრთხოების სამსახური.

   7 ოქტომბერს დილის საათებში, პროფკავშირების წარმომადგენლები მუშებთან ერთად შეხვდნენ კომპანიის დირექტორს. შეხვედრაზე ორივე მხარის პოზიციების დაფიქსირების შემდეგ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დაცვის სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ დასაქმებულებზე ძალადობაში, გათავისუფლდნენ სამსახურიდან. ცემის ფაქტზე გამოძიების დასრულებამდე
ასევე საწარმო პროცესს ჩამოცილდა კომპანია ‘ალბატროსი’ს მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კერვალიშვილი. მუშების თქმით, დაცვის თანამშრომლებს მათზე ძალადობისკენ სწორედ ეს ადამიანი უბიძგებდა. ასევე შეთანხმება შედგა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას და მუშებს შორის დაიწყება კოლექტიური შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა სოციალურ და შრომით საკითხებზე, პროფკავშირების ორგანიზებით.

7 ოქტომბერი საქართველოში უღირსი შრომის დღეა! იქნება სოლიდარობა? ყველაფერი გამოვა!

.

.

წყარო: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close