პოლიტიკა
კობა დავითაშვილს ახალ ამპლუაში ვიხილავთ _ რა სიურპრიზს გვიმზადებს ყოფილი პოლიტიკოსი?

,,ხალხის პარტიის” ყოფილი თავმჯდომარე კობა დავითაშვილი მეგობრებს ახალ ამპლუაში წარუდგება.
დავითაშვილი მოქალაქეებს და მეგობრებს დახმარებისკენ მოუწოდებს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ტელეკომპანია “იმედზე” საავტორო გადაცემას – “ღმერთის ჰიპოთეზა კობა დავითაშვილთან ერთად” წაიყვანს.
მისი თქმით, გადაცემა ექპერიმენტულია და მისი ეთერში გაშვება ხალხის შეფასებაზეა დამოკიდებული.
,,მეგობრებო გთხოვთ, ნახოთ და შეაფასოთ, თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებს. თქვენს შეფასებებზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა ეს პროექტი. გთხოვთ, იუთუბზეც გადახვიდეთ და იქაც შეაფასოთ გადაცემა,”- წერს კობა დავითაშვილი.