საზოგადოება

,,მოსახლეობის ხუთი პროცენტის ზეთით და მაკარონით ერთჯერადი დახმარება საკმარისია?”

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი:

_ მთელ მოფლიოში ნაწილობრივ უქმდება ის შეზღუდვები, რაც საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესდა. შვედეთში საერთოდ არანაირი საგანგებო მდგომარეობა არ ყოფილა, მითუმეტეს, რომ შვედეთში ოცჯერ მეტი ადამიანია დაავადებული და გარდაცვლილიც ბევრია, თუმცა ისეთი პანიკა არ ყოფილა არსად , რაც საქართველოშია. საქართველოში კვლავ უტიფრად ისევ აგრძელებენ დაწესებულ შეზღუდვებს და ხალხს არანაირ ალტენატივას არ თავაზობენ. მოსახლეობის ხუთი პროცენტისთვის ზეთის და მაკარონის ერთჯერადი დახმარება საკმარისია? კომუნალური გადასახადის შეღავათებიც კი არ შეეხო მოსახლეობის ნახევარსაც კი. ყველა ქვეყანაში სახელმწიფო ეხმარება ხალხს ხალხისვე ფულით და აქ მარტო გიჟებივით გაიძახიან დარჩი სახლში, დარჩი სახლში…

Related Articles

Back to top button
Close