საზოგადოება
კახეთში გლეხები ატმის ხეებს ჩეხავენ

კახელი გლეხები ატმის ბაღების გაჩეხვაზე აქტიურად საუბრობენ. რამდენიმე ფერმერმა კი ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.
სოფელ ჩუმლაყის მიმდებარედ, ერთერთი ფერმერის ბარში რამდენიმე ათეული ატმის ძირი უკვე გაჩეხილია.
გლეხების თქმით, ბაზარზე ერთი კილოგრამი ვაშლატამას ფასი მხოლოდ 8 თეთრია, ხოლო ატამი 20-30 თეთრი ღირს. მიუხედავად დაბალი ფასისა, მოსავალი მაინც არ იყიდება.
გლეხები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუწოდებენ, ატმის ბაზარზე მივიდეს და პირადად შეხვდეს ფერმერებს.