პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ვიყავით ოპონენტები, მაგრამ არ ვყოფილვართ მტრები

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ის მზად არის ოპონენტებთან თანამშრომლობისთვის.

“კონკურენტებს რაც შეეხება, ძალიან ბევრჯერ განვაცხადე, რომ ეს ქალაქი მარტო კახა კალაძის და “ქართული ოცნების” არ არის. ყველას გვიყვარს და გვინდა, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი. ყველა ჩემს ოპონენტს, ვისაც სურვილი ექნება სამომავლოდ და წარმოადგენს თავის ხედვას, რაც ქალაქისთვის იქნება მისაღები, მზად ვარ თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიყავით ოპონენტები, მაგრამ არ ვყოფილვართ მტრები”, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გაირკვევა იმ ადამიანების ვინაობა, ვინც მასთან ერთად გააგრძელებს მუშაობას დედაქალაქის მერიაში.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close