საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: პანკისში დაღვრილი სისხლი ამ რეჟიმის არ არსებულ სინდისზეა

,,პანკისში დაღვრილი სისხლი ამ რეჟიმის არ არსებულ სინდისზეა. ჰესებით მილიარდების ძებნაში იქაც დაყო და დააპირისპირა ხალხი.მოისყიდა გარკვეული ავტორიტეტად წოდებული პერსონები თუ უხუცესები, რამაც დააყენა ასეთი სამწუხარო შედეგი.

უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს. დაჭრილებს კი ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პანკისში დაპირისპირება მოხდა მოსახლეობას შორის. დაპირისპირების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე მოქალაქე. როგორც ირკვევა, მათ შორის დაპირისპირების საფუძველი, ამ რეგიონში ჰესების მშენებლობის პროექტი იყო.

Related Articles

Back to top button
Close