საზოგადოება
,,კალაძე არის მშენებლებისა და ტენდერებზე მონადირეების მერი”
,,კალაძე არ ფიქრობს სოციალურად გაჭირვებულებზე, უსახლკაროებზე, უმუშევრებზე და მათზე, ვისაც არ აქვს სამკურნალო ფული!"
,,- კალაძე არის წყნეთელების, ვაკელების და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მერი!
– კალაძე ფიქრობს წესრიგზე და ესთეტიკაზე, კალაძე ფიქრობს კულტურის წარმომადგენლებზე და სპორტსმენებზე, მაგრამ არ ფიქრობს სოციალურად გაჭირვებულებზე, უსახლკაროებზე, უმუშევრებზე, მათზე ვისაც არ აქვს სამკურნალო ფული!
– კალაძე კარგი მერია, სიმპათიურია, მაგრამ მდიდრებისაა! მშენებლების და ტენდერებზე მონადირეების მერია!” _ წერს აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისი მერმა კახი კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის 250 ლარიან აბონემენტთან დაკავშირებით განაცხადა:,,შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ”. მერის განაცხადს საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოყვა