საზოგადოება

რუსთავში, შესაძლოა, მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდეს

რუსთავში, შესაძლოა, მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდეს. მიზეზი რუსთავის საკრებულოს წევრის კოვიდ 19-ით ინფიცირებაა.
როგორც ირკვევა, “ქართული ოცნების” წევრი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ხალხმრავალ შეხვედრებში, დადიოდა საკრებულოს სხდომაზე და ერთ-ერთ ტაძარში ეზიარა კიდეც.
ამასთან როგორც ტაძარში ამბობენ, მათთან სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებული.
ოპოზიცია, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან ამბობენ, რომ საჭიროა ყველა კონტაქტი სიღრმისეულად შეისწავლონ. მათი თქმით, “ოცნების” დეპუტატი, სანამ მას კლინიკაში გადაიყვავდნენ, მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავდა.
ინფიცირებულია დეპუტატის დედ-მამაც. ცოლი და 2 შვილი კი ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას თქმით, დღეის მდგომარეობით შემთხვევასთან დაკავშირებით დადგენილია 50 კონტაქტი.
„როდესაც დედას დაუდასტურდა, შვილის დადასტურებას აღარ დაველოდეთ და ამ კონტაქტების შესწავლა დავიწყეთ. თავიდან საუბარი იყო 40 კონტაქტზე. დღესდღეობით 50 კონტაქტია ისეთი, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს რისკის მატარებლად. თუმცაღა, ახლო კონტაქტების რაოდენობა არის 20 ადამიანი. მეორახარისხოვანი კონტაქტების მოძიება დამთავრდება დღეს და გვეცოდინება სულ ჯამში რამდენ ადამიანთან კონტაქტი როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში“, – განაცხადა ტაბაღუამ.

წყარო: newposts.ge

 

Related Articles

Back to top button
Close