მსოფლიო
იტალიაში, ხუთსართულიანი სახლი ჩამოინგრა

იტალიაში, ნეაპოლთან ახლოს მდებარე ქალაქ ტორე-ანუნციატაში ხუთსართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სახლში მცხოვრები ორი ოჯახის ბედი, ამ დროისთვის, უცნობია. ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, ნანგრევებში არიან მოყოლილი.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ 10-მდე ადამიანს. სახლის ჩამონგრევის მიზეზები უცნობია. გავრცელებული ცნობით, სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
პირველი არხი
კომენტარები