ისინი ნიღბებით დაფრინავენ და ქართველი ემიგრანტები სამშობლოში ჩამოჰყავთ
,,#ესმაგარია! ფრენა ნიღბით!!!! გაიცანით ქართველი ბორტგამცილებლები!
ვიწყებ ახალ რუბრიკას! ვინ და როგორ დგას ქვეყნის სადარაჯოზე ამ ურთულეს დღეებში!!!!
პირველი სტუმარია: ბორტგამცილებელი სალომე აბრამიშვილი.
ნიღაბი ფარავს პირს, მაგრამ ღიმილი მაინც ჩანს, თვალებით, ენერგეტიკით;
გაიცანით!!! ფოტოზე Georgian Airways-ის ბორტგამცილებლების გუნდია: სალომე აბრამიშვილი, სანდრო იაკობიძე, ანი ქავთარაძე და ანა მიქაუტაძე!!!
ფრენა ყველა მიმართულებით შეწყვეტილია, მაგრამ ისინი ნიღბებით მაინც დაფრინავენ.
წუხელ თელავივიდან ჩამოფრინდნენ.
ხვალ გამთენიისას ამსტერდამში მიფრინავენ;
ფრენის მიზანი ერთადერთია – საქართველოში ჩამოჰყავთ საზღვრებს გარეთ დარჩენილი ემიგრანტები;
სალომე აბრამიშვილი შეყვარებულია საკუთარ პროფესიაზე. სხვა რამეზე არც უფიქრია, ამ ლამაზმა და მამაცმა გოგომ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ბორტგაცილებლის კურსები გაიარა. ისწავლა – ხანძართან ბრძოლა, სამედიცინო პირველადი დახმარება, სახიფათო ტვირთების გადაზიდვა და სხვადასხვა ის საქმე, რაც გოგოებს არსად სხვაგან არ ასწავლიან.
მისთვის ფრენა სამსახურია. ახლაც, ამ უცნაურად გაშეშებულ დროში, სალომე და მისი კოლეგები, როგორც რიგითი ჯარისკაცები საქართველოს სამსახურში არიან!
„გაფრენის წინ ვიმოწმებთ ტემპერატურას, ასევე ზოგად მდგომარეობას და მოვახსენებთ ხომალდის მეთაურს. ჩამოფრენისას სტანდარტს ვიცავთ – ტემპერატურის კონტროლს გავდივართ აეროპორტში“- მიხსნის სალომე აბრამიშვილი;
– ალბათ, ახლა, როგორც არასდროს ფრენა ემოციურია…
– დიახ, ესმა ასეა, ახლა ფრენა განსაკუთრებით ემოციურია. ყველა დაძაბულია და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, საერთო ფონი შევამსუბუქოთ; დაძაბულობა ბორტზეც იგრძნობა ხოლმე, მაგრამ როგორც წესი ჩვენი კეთილგანწყობა და ღიმილი, რომელიც ნიღბებიდანაც კი ჩანს, მალევე ანეიტრალებს ამ დაძაბულობას. უამრავი ადამიანისთვის ერთადერთი იმედი და საშუალება ვართ-სამშობლოში დასაბრუნებლად;
– ერთი შენი მეგობრის კომენტარს მოვკარი თვალი და გული შემეკუმშა… ხუმრობით გწერდა, ნუთუ ჩვენ არავინ დაგვიკრავს ტაშსო? მიიღეთ ჩემი და სრულიად საქართველოს ტაში სალომე…………
– ტაშზე არც გვიფიქრია, ამ დროს განსაკუთრებით მძაფრად აღვიქვამთ ჩვენი პროფესიის როლსა და მნიშვნელობას. სახლშიც, ქუჩაშიც, ყველგან სადაც არ უნდა ვიყო, მორალურად ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერი სიტუაციისას გამოვცხადდე სამსახურში და ვემსახურო ჩემს ხალხს და ქვეყანას. როგორც კი ფორმას ჩაიცვამ და აეროპორტში შეაბიჯებ, იმ მომენტიდან შენი ერთადერთი საზრუნავი, საფიქრალი და მოვალეობა მგზავრებისა და შენი კოლეგების უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნვაა!!!!” _ წერს ჟურნალისტი ესმა კუნჭულია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.