საზოგადოება

,,ისეთები წერენ, ოქრიაშვილის გამო მივდივართ პარტიიდანო, თავად ცხრა პარტიაზე რომ არიან გადამხტრები”

მეგი გოცირიძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი:

_ მიუხედავად იმისა, რომ ოქრიაშვილთან არც თუ ისე ცოტა ხნის მეგობრობა მაკავშირებდა, რა წამსაც ოცნების რიგებში გადავიდა, მას შემდეგ არცერთხელ აღარ შევსულვარ psp სააფთიაქო ქსელში, არცერთხელ არ მომიკითხავს და მით უფრო, არაფერი მითხოვია და რომ მეთხოვა, მერწმუნეთ, ყველა პოლიტიკურად დევნილ ჩემს ოჯახის წევრს დაგვასაქმებდა სხვა და სხვა პოზიციებზე. ჰოდა, გეყოთ მართლა და მართლა, რაა! ისეთები წერენ ოქრიაშვილის გამო, მივდივართ პარტიიდანო და თავად იმდენ პარტიაზე არიან გადამხტრები, აქამდე მათ გამო ცხრაჯერ უნდა დამეტოვებინა ენმ მხარდამჭერთა რიგები, გეყოფათ მართლა და მართლა, თქვენ მაინც გაჩუმდით, რა.

აი, ჩოჩელს რაღას ერჩიან, ეს მაინც ვერ გავიგე. კაცს ხუნდაძის სასარგებლოდ 40 ხმით წააგებინეს არჩევნები, ბიულეტენები თვალწინ გაუნადგურეს და სანამ ამ პოსტს ვწერდი, ხან მარჯვნიდან ამომიხტა ჩემი მეგობარი გიორგი ვაშაძის რეკლამა, ხან მარცხნიდან, წეღან ვსქროლავდი და მთლად გამოქვაბულიდან გველაპარაკებოდა.
 გოგიტა, ჩინური მიშა არ არსებობს, მიშა მაგარია, წარმატებები მას, ძალა ერთობაშია.

Related Articles

Back to top button
Close