საზოგადოება

,,რაც უფრო შორს ვიქნებით დღეს ერთმანეთისგან, მით უფრო მალე ვიქნებით ერთად”

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

_ საქართველოში სისტემა ჯერ-ჯერობით გამართულად მუშაობს და ეს კარგია.
თუმცა, ამის გარდა, ჩვენს კარგ სტატისტიკას აქვს თავისი ობიექტური მიზეზებიც:
1. ჩვენ მოვხვდით ვირუსის გავრცელების მესამე ტალღაში, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეთვალისწინებინა პირველი და მეორე ტალღის შეცდომები, გაგვეზიარებინა საუკეთესო რეკომენდაციები და პრევენტულად გადაგვედგა სწორი, აპრობირებული ნაბიჯები.
2. ჩვენი გლობალურ სისტემაში ჩართულობის ხარისხი დაბალია, ამიტომ ქვეყნის დახუფვა, განსხვავებით ევრო-კავშირის ქვეყნებისგან, შედარებით ადვილი იყო.
3. სუსტი ეკონომიკის, რეალური სექტორის არარსებობის პირობებში თვით-იზოლაციის ორგანიზებაც შედარებით ადვილი აღმოჩნდა.
4. ტურისტული სექტორი, სასტუმროები, კაფე-რესტორნები, არასაპროდუქტო მაღაზიები ფაქტიურად ბუნებრივად დაიხურა მომხმარებლის არარსებობის პირობებში.
და მაინც, პიკი ჯერ კიდევ წინ არის, ამიტომ დღეს უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა. ლოიალობა ხელისუფლების და ჯანდაცვის სისტემის ყველა გადაწყვეტილების და რეკომენდაციის მიმართ.
რაც უფრო შორს ვიქნებით დღეს ერთმანეთისგან, მით უფრო მალე ვიქნებით ერთად!

Related Articles

Back to top button
Close