
„ვისაც ტკბილი გიყვართ და პატარები გყავთ, გამოგადგებათ. ძალიან გემრიელია ირისის კანფეტი.
.
მომზადება: 400 გრამი არაჟანი (ერთი პატარა ქილა არის 400-გრამიანი) და ერთი ჭიქა შაქარი 200-გრამიანი ჭიქით ავურიოთ და შემოვდგათ გაზქურაზე. ვურიოთ, სანამ არ გამყარდება. კარამელის ფერს რომ მიიღებს, მზად არის. თუ უფრო მუქი გინდათ, კიდევ გააჩერეთ.
მასალა რომ გამყარდება, დავუმატოთ ვანილი, 50 გრამი კარაქი, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა და სურვილისამებრ თხილი თუ გნებავთ, მე ქიშმიში დავუმატე.
გადმოვიღოთ, რომელ ფორმაზეც გნებავთ, წინასწარ დააფინეთ ცელოფანი, რომელ ფორმაზეც მოათავსებთ, ზეთი გადაუსვით ცელოფანს და ისე გადმოიტანეთ მასა და შეფუთეთ, მაცივარში მოვათავსეთ და შემდეგ დაჭერით. უგემრიელესია!” – წერს ნანუკა გორგოძე ფეისბუქჯგუფში „კულინარია-რეცეპტები“.