პოლიტიკა

,,ივანიშვილისთვის უთქვამს, ან მე, ან კალაძეო…”- ოცნებაში დაპირისპირებაა?

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო – გიორგი გახარიას თანამდებობიდან უშვებენ. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილებას გახარია-ივანიშვილს შორის ხმაურიანი საუბარი მოჰყვა. გახარია ივანიშვილის მოთხოვნამ გააღიზიანა.
“ნიუპოსტის” წყარო ამბობს, რომ გახარია დედაქალაქის მერის კახა კალაძის სახელს ახსენებდა: “ან მე, ან კალაძეო” – ამბობს ივანიშვილთან დაახლოებული პირი.
ერთ-ერთი ვერსიით გახარიას წასვლას მმართველი გუნდი 20 ივნისის სისხლიან ღამის წლისთავს და მის შედეგებს მიაწერს.

ამ დროისთვის მედიაში ახალი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა განიხილება.

ერთ-ერთია სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. საუბარი იყო ჯანდაცვის მინისტრზეც. ჩვენი წყარო ვარაუდობს, რომ თავად გახარია კალაძეზე ეჭვიანობს.

მთავრობის კანცელარიაში გახარიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია “ნიუპოსტს” არ დაუდასტყურეს.

წყარო:pianews.site

 

Related Articles

Back to top button
Close