საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს აკვიატებად აქვს, პრეზიდენტს უმტკიცოს თავისი პოზიციის სისწორე. ამის შესახებ მან კობახიძის მორიგი შეთავაზების კომენტირებისას აღნიშნა.

„თუ ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარისგან ვისმენთ ასეთ განცხადებას, რომ მზად არის დიალოგი გაგრძელდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, უნდა მივიღოთ ასეთი რეალობა – პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით პარლამენტში, უნდა გაჩერდეს და შეიქმნას დიალოგისთვის ახალი ველი და იყოს სვლა თანხმობისკენ და კონსენსუსისკენ.

რაც შეეხება ამავე თემაზე ისევ პრეზიდენტის გამოწვევას დებატებში და საკუთარი პოზიციების სიმტკიცეში, დარწმუნებას საზოგადოების, ამ განცხადებასთან აშკარად არაადეკვატურად გამოიყურება, იმიტომ, რომ ერთია დიალოგისკენ სვლა და მეორე, რომ ირაკლი კობახიძეს აკვიატებად აქვს, რომ პრეზიდენტს უმტკიცოს თავისი პოზიციის სისწორე.

მთელმა ამ პროცესმა დაანახა, რომ შეიძლება კობახიძეს ჰქონდეს თავისი პოზიცია, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თავისი პოზიცია და პრეზიდენტს თავისი პოზიცია, მაგრამ ეს პოზიციები კი არ არის მნიშვნელოვანი, თანხმობა რაზე შედგება, ის არის მნიშვნელოვანი. ეს უნდა გააცნობიეროს უპირველეს ყოვლისა პარლამენტის თავმჯდომარემ და არა მცირე-მცირე სკანდალების შექმნით გავიდეს ფონს“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

კომენტარები
Загрузка...