საზოგადოება

ინციდენტი ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე

ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე ინციდენტი მოხდა. მაშინ როდესაც ოჯახი, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ხელისუფლების წარმომადგენლები ჯანსუღ ჩარკვიანს ემშვიდობებოდნენ, მთაწმინდის პანთეონში ეროვნულ-განმთავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა აქცია მოაწყვეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვნდნენ, რომ მთაწმინდის პანთეონიდან სტალინის დედა კეკე, რუსი მწერალი ალექსანდრე გრიბოედოვი და მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გადაასვენონ. მათთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავდნენ.

აქციას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დაცვის სამსახურმა დემონსტრანტები პანთეონის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

დღესვე ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close