საზოგადოება

,,იკაშკაშე უფრო ძალიან” – საბავშვო ევროვიზიას ამჯერად საქართველომ უმასპინძლა

ამ წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა მეთხუთმეტე საბავშვო ევროვიზიას. კონკურსის სლოგანი იყო: ,,იკაშკაშე უფრო ძალიან”. 26 ნოემბერს ფინალური კონკურსი გაიმართა, რომელიც გახსნა წინა წლის გამარჯვებულმა, მარიამ მამადაშვილმა სიმღერით – ,,მზეო”.

კონკურსის გამარჯვბული გახდა რუსეთის წარმომადგენელი, პოლინა ბოგუსევიჩი სიმღერით – ,,Wings”. მან 188 ქულა აიღო და გაუსწრო საქარველოს წარმომადგენელს, გრიგოლ ყიფშიძეს. ყიფშიძემ  შეასრულა სიმღერა – „გულის ხმა”. შემდეგი პოზიციები დაიკავეს  სომხეთის, უკრაინის, პოლონეთის, მალტას, სერბეთის, იტალიის, მაკედონიის და ა.შ. წარმომადგენლებმა.

კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. ნამდვილად გულდასაწყვეტი იყო ქართველი მაყურებლისთვის მინიმალური ანგარიშით პოზიციის დათმობა, თუმცა თავის შედეგებით საქართველო კვლავაც ევროვიზიის ფავორიტია. როგორც უკვე ცნობილია, საქართველომ სამჯერ მოიპოვა გამარჯვება.

.

.

.

სალომე მგელიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close